მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების დანერგვის პროექტი დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების დანერგვის პროექტი დაიწყო.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, GIZ-ის წარმომადგენლები და გერმანელი ექსპერტი, ჰანს რიგერი (Hans Rieger) დღეს პირველ ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს, მინისტრის მოადგილეებს, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, სსიპ-ებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
GIZ-ის მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ სამხრეთ კავკასიაში საჯარო ფინანსების მართვის ჯგუფის ლიდერი კრისტიან დორინგი (Christian Doering) და ამ ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვლიმა და კრისტიან დორინგმა ისაუბრეს საჯარო სამსახურისა და საჯარო ფინანსების მართვის რეფორმების, შესაბამისი ვალდებულებების შესახებ, ასევე, თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების დანერგვის პროექტის მნიშვნელობაზე. გერმანელმა ექსპერტმა, ჰანს რიგერიმა წარადგენა პროექტის მოკლე პრეზენტაცია.
შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა GIZ-ს დახმარებისათვის და გამოთქვა ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი, რომლის შედეგად საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დაინერგება მოხელის საქმიანობის შეფასების ეფექტიანი სისტემა.

Visited 305 times, 1 visit(s) today