მრჩეველთა საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინეს

დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ 2017 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის პროექტი მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარუდგინა. გამგებელმა მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს იმისათვის,რომ ისინი აქტიურად არიან ჩართული ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ჭიათურის განვითარებას უკავშირდება.“ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით თქვენი პოზიციისა და მოსაზრების მოსმენა,დღესაც ამიტომ შეგაწუხეთ“-მიმართა სტუმრებს ზურაბ კუპატაძემ .პროექტი საბჭოს წევრებს საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მირიან მაჭარაშვილმა გააცნო. სხდომაზე ბიუჯეტის პარამეტრებისა და ძირითადი პრიორიტეტების განხილვასთან ერთად ასევე მოსაზრებები გამოითქვა მუნიციპალიტეტში არსებულ სხვადასხვა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით. ზურაბ კუპატაძემ საბჭოს წევრებს მომავალში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები და მის მიერ დასანერგი ახალი იდეებიც გააცნო. მრჩეველთა საბჭოს წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს,რომ აქვთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის მმართველობის პროცესებში , რათა ჭიათურის აღმავლობასა და კეთილდღეობაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

Visited 115 times, 1 visit(s) today