მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები გვეუბნებიან, რომ საქართველო ფაროსანას პრობლემის მოგვარებას 2-3 წელიწადში მოახერხებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლევან დავითაშვილი:
“ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც საუკეთესო. მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები გვეუბნებიან, რომ საქართველო ფაროსანას პრობლემის მოგვარებას 2-3 წელიწადში მოახერხებს. ეს არის საკმაოდ დიდი იმედის მომცემი. შემდეგ წლებშიც მოგვიწევს ღონისძიებების გაგრძელება და დაფინანსება.
ფაროსანა სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი მთავარი, მაგრამ მოკლევადიანი გამოწვევაა. ფაროსანა უკვე კონტროლშია მოქცეული. ეს არის პირდაპირ დაკავშირებული იმ ცოდნასთან და გამოცდილებასთან, რომელიც ჩვენ შარშან დაგვიგროვდა. წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყო ჩვენი ღონისძიებები, მეტი თანხებით და რესურსით, ჩვენ მოვახდინეთ მავნებლის გეოგრაფიული ლოკალიზება.
ინვაზიური მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები არ გულისხმობს ინდივიდუალური ფერმერებისთვის ნაკვეთების დამუშავებას. ღონისძიებების მიზანია მავნებლის პოპულაციის ისეთ დონემდე შემცირება, რომ ადამიანმა, რომელიც მოინდომებს და გაითვალისწინებს ჩვენ რჩევებს, გარანტირებულად მიიღოს მოსავალი.

Visited 123 times, 1 visit(s) today