მსოფლიოში უმსხვილესი ფოლადის მწარმოებელი კომპანია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ფოლადის მწარმოებელი კორეული კომპანიის POSCO პირველ ვიცე-პრეზიდენტს ჯინ-სიკ ჩოის შეხვდა.
POSCO წარმოადგენს კორეის რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიას და მსოფლიოში ფოლადის უმსხვილესი მწარმოებლების ხუთეულში შედის. აღნიშნული კომპანია საქართველოში ულტრა-თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებით არის დაინტერესებული.
შეხვედრაზე კორეული კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს გაუზიარეს ინფორმაცია პროექტის წინამოსამზადებელი პროცესის მიმდინარეობის დეტალებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
შეხვედრაზე აღინიშნა მსგავსი ცნობილი კომპანიის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობა, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ფოლადის მწარმოებელი ინდუსტრიის განვითარებას.
მინისტრის მოადგილე მიესალმა კორეული მხარის დაინტერესებას და პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

Visited 153 times, 1 visit(s) today