,,მსოფლიო დასუფთავების დღეს“ ტრადიციულად ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მსოფლიო დასუფთავების დღეს, რომელშიც 150 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, საქართველო და მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. “მოდით გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის“, – ამ დევიზით აქციები ყველა ქალაქში იმართება.
დასუფთავების აქციაში, კომუნალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა,დავით შერაზადიშვილმა, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მყარი ნარჩენებისგან მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი, ქვემო ბოლნისი გაიწმინდა.
დასუფთავების აქცია “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“-ს ხელშეწყობით გაიმართა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციები სისტემატიურად ტარდება.

“ბოლნისის მუნიციპალიტეტი ტრადიციულად ჩაერთო საერთაშორისო დასუფთავების კამპანიაში, დღეს დილიდან ბოლნისის კომუნალურ სამსახურთან ერთად მერიის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ აქციაში და ნარჩენებისგან რამდენიმე ლოკაცია დავასუფთავეთ. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში მთელი რიგი ღონისძიებები ტარდება მყარი ნარჩენების მართვის კუთხით, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის გარკვეულ სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელები. უნდა აღვნიშნო, რომ დასუფთავების მასშტაბურ აქციებს მუნიციპალიტეტში სისტემატიურად ვმართავთ, სადაც ვცდილობთ ჩვენთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ჩავრთოთ პროცესში. სუფთა მუნიციპალიტეტი თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

Visited 165 times, 1 visit(s) today