მსოფლიო ფორუმზე სტრატეგიულ პროექტებში ანაკლიის პორტმა გაიმარჯვა

ვაშინგტონში, ინფრასტქრუქტურული პროექტების მსოფლიო ფორუმზე ანაკლიის პორტი წლის სტრატეგიულ პროექტებში გამარჯვებულად დასახელდა. ინფორმაციას ამის შესახებ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ფეისბუკზე ავრცელებს.

“ვაშინგტონი, ინფრასტრუქტურული პროექტების მსოფლიო ფორუმი, ანაკლიის პორტი დასახელდა წლის სტრატეგიულ პროექტებში გამარჯვებულად” – წერს მამუკა ხაზარაძე.

ფორუმს ამერიკაში საქართველოდან დელეგაციაც ესწრებოდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეც იღებს მონაწილეობას. ანაკლიის პორტის პირველ ფაზას სწორედ TBC ბანკი შეასრულებს. სულ კი პროექტი 9 ეტაპისგან შედგება.

Visited 222 times, 1 visit(s) today