მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა ჩავსვათ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლეგალიზაცია არ უნდა მოვახდინოთ, მაგრამ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა ჩავსვათ,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. პრემიერის თქმით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაახალისონ თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება და შეფასებები ამ საკითხთან მიმართებაში ამ კუთხით უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი.

”რაც შეეხება იმას, რომ ახალგაზრდა, რომელმაც მსუბუქი ნარკოტიკი მოიხმარა და დავაპატიმროთ, მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ამით ამ ახალგაზრდას შეიძლება დავუნგრიოთ ცხოვრება და მოვუსპოთ იმის შანსი, რომ მომავალში აღარ მოიხმაროს ეს ნარკოტიკი. რაც შეეხება ლეგალიზაციას, რომელიც დეკრიმინალიზაციისგან განსახვავებული საკითხია, მე არ მიმაჩნია, რომ ლეგალიზაცია უნდა მოვახდნოთ. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა ჩავსვათ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ეცდება, რომ ამ კუთხით მხარდაჭერის კონსოლიდაცია მოახდინოს და ცვლილებებიც განახორციელოს.

Visited 135 times, 1 visit(s) today