მტკვარზე გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

მინაძეში, მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოხდა ამორტიზებული საფარისა და კოჭების დემონტაჟი, რის შემდეგაც მოეწყო 8სმ სისქის, ხის საფარი.
შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში მტკვარზე გადასასვლელი ხიდი ამორტიზებული იყო, რომლითაც არამარტო მინაძის არამედ მიმდებარე ტერიტორის დასახლებების მაცხოვრებლები სარგებლობდნენ.

Visited 299 times, 1 visit(s) today