მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, სულ გამოვლინდა 1263 ისეთი შენობა-ნაგებობა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“დღეს მივიღეთ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებასა და აღდგენას. ქვეყნის მასშტაბით, შევისწავლით ისეთ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც ამახინჯებენ ქალაქის იერ-სახეს ანდა რომლებიც არ არის უსაფრთხო და საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი დემონტაჟი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებს მიეცათ უფლება განახორციელონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციის, აღდგენის ანდა დემონტაჟის აუცილებელი ღონისძიებები, რომელი შენობა-ნაგებობებიც ამახინჯებს მუნიციპალიტეტის იერსახეს ანდა არ არიან უსაფრთხო. შენობა-ნაგებობები არის სხვადასხვა ტიპის. არის, ასევე, ნანგრევებად ქცეული შენობები, რომლებიც საჭიროებენ შესაბამის დასკვნებს. თუკი აღმოჩნდება, რომ ასეთი შენობა-ნაგებობა ექვემდებარება დემონტაჟს, განხორციელდება დემონტაჟი. რაც შეეხება ისეთ შენობა-ნაგებობას, რომელიც არ ექვემდებარება დემონტაჟს, მაგრამ საინტერესოა საპრივატიზაციო თვალსაზრისით, ის შეტანილი იქნება საპრივატიზაციო ნუსხაში. მანამდე კი, ვიზრუნებთ იმაზე, რომ მათი გარეგნული იერსახე შეესაბამებოდეს გარემოს და დაცული იყოს აუცილებელი მინიმალური მოთხოვნები. მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, სულ გამოვლინდა 1263 ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც ამახინჯებს მუნიციპალიტეტების იერსახეს და საჭიროებს შეკეთებასა და რეკონსტრუქციას, ზოგ შემთხვევაში კი, დემონტაჟს. ამ მიმართულებით სამუშაოებს მუნიციპალიტეტები უკვე მიმდინარე წელს დაიწყებენ “ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

Visited 51 times, 1 visit(s) today