მუნიციპალური განვითარების ფონდს ADB-ის მისია ესტუმრა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს ოფიციალური ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის მისია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მგფ-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და ფონდის დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის თანამშრომლები წარმომადგენლებს შეხვდნენ და აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების სპეციალისტებთან ერთად, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. შეხვედრაზე იმსჯელეს აღნიშნული პროექტების ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, ეკოლოგიურ, ფინანსურ ასპექტებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.
ფონდისა და ბაკის წარმომადგენლებს, ასევე დაგეგმილი აქვთ აზიის განვითარის ბანკის მიერ დაფინანსებული რამდენიმე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტების მონახულება. ვიზიტის ფარგლებში დეტალურად იქნება განხილული ბანკის მორიგი ტრანშით დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა.
ვიზიტი 25 ნოემბრამდე გასტანს.

Visited 151 times, 1 visit(s) today