მუხიანის დასახლებაში ახალი გზა დაიგება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერი დავით ნარმანია, გლდანის რაიონის გამგებელთან დიმიტრი ორმოცაძესთან ერთად, დღეს მუხიანი 2-ის დასახლებაში იმყოფებოდა. აღნიშნულ დასახლებაში 25 000 კვ.მ ფართობზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და 4 კმ-მდე სიგრძის სანიაღვრე ქსელის მოწყობაა დაგეგმილი.
საწყის ეტაპზე დასახლებაში ქუჩების პროექტირება მოხდება, რის შემდეგაც, მომავალი წლიდან უკვე ძირითადი სამუშაოები დაიწყება.
სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 2 000 000 ლარი იქნება.
თბილისის მერი გამგებელთან ერთად ადგილზე მოსახლეობას შეხვდა, დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა

Visited 176 times, 1 visit(s) today