მუხრანის დასახლებაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კვირიკეში მუხრანის დასახლებაში გზის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სისტემატური გადაადგილების გამო სავალი ნაწილი ამორტიზებული იყო, რაც სატრანსპორტო მიმოსვლას მნიშვნელოვნად აფერხებდა. გზის დაზიანებული მონაკვეთი ბეტონის ფილებით მოპირკეთდა. ამ ეტაპისთვის ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს. კვირიკე-მუხრანის საავტომობილო გზას გასლ წელს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში გზის 1 800 მეტრიან მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი.

Visited 272 times, 1 visit(s) today