მუხურის ახლადაშენებული მეფუტკრეობის ბაზა გუბერნატორმა დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან და ჩხოროწყუს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ მუხურში მეფუტკრეობის სანაშენე სამეცნიერო ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მუხურის მეფუტკრეობის სანაშენე სამეცნიერო ბაზაზე ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასულ წელს დაიწყო. ამჟამად სამეცნიერო ბაზაზე სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მუხურში თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიებითა და ლაბორატორიული მოწყობილობებით აღჭურვილი კვლევითი ბაზა უახლოეს პერიოდში გაიხსნება, რაც სპეციალისტებს ქართული ფუტკრის თვისებებზე ფართომასშტაბიანი კვლევების წარმოების საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაცია მსოფლიოში გამოირჩევა ხორთუმის სიგრძით, რომელიც ყველაზე ღრმად აღწევს ყვავილის სანექტრეში და იღებს თაფლისათვის საუკეთესო შემცველობის ნივთიერებებს, რაც თაფლს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს. პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს და მისი მოცულობა 900 000 ლარს შეადგენს.

Visited 162 times, 1 visit(s) today