მუხურში ,,Mukhuri Resort” ორ ევროპული სტილის სასტუმროს აშენებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საკურორტო სოფელ მუხურში კომპანია ,,Mukhuri Resort” ევროპული სტილის, ორ 30-30 ნომრიან სასტუმროს აშენებს. პირველი სასტუმროს კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია, სასტუმრო, რომელსაც მდინარე ხობზე ჩასასვლელი გვირაბია აქვს არქიტექტურულად ევროპულ და კოლხურ სტილს მოიცავს, სასტუმროს დიზაინში ნოქალაქევის არქიტექტურული ფრაგმენტებიც ფიგურირებს. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრ ჯუმბერ იზორიასთან ერთად გაეცნო. სამუშაოებს „ლაკადა გრუპი“ ასრულებს. ორივე სასტუმროს მშენებლობის ინვესტიცია 11 მილიონ ლარამდეა, სამშენებლო სამუშაოებში დგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

Visited 119 times, 1 visit(s) today