მცხეთაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რომელიც ყველა ასაკის მოქალაქისთვის იყო გათვლილი, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო-გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის პაპამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა. ასევე, ადგილობრივი და დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. საღამო ზუკა ხუციშვილისა და ბენდის, ანდრია გველესიანის, სალომე ბაკურაძისა და ნატო გელაშვილის კონცერტით დაიხურა. შეკრებილ საზოგადოებას შობა-ახალი წელი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა მიულოცეს. საახალწლო ღონისძიება მცხეთაში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

Visited 66 times, 1 visit(s) today