მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამხარეო ადმინისტრაციაში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სამოქმედო გეგმისა და პროექტების შესახებ, საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სამუშაო სხდომა გაიმართა. მხარის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ მუნიციპალიტეტების გამგებლების, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისგან მოისმინა თვითმმართველ ერთეულებში ადმინისტრაციული შენობების, საბავშვო ბაღების, კულტურის სახლების, გზების, ხიდების, სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია, საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით მოწონებული იქნა, სამუშაო ჯგუფების მიერ წარდგენილი, რგპ ფონდიდან განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. კერძოდ: ● დუშეთის მუნიციპალიტეტი – 20 პროექტი ● თიანეთის მუნიციპალიტეტი – 16 პროექტი ● მცხეთის მუნიციპალიტეტი – 15 პროექტი ● ყაზბეგის მუნიციპალიტეტი – 7 პროექტი საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მოწონებული პროექტების ოქმი წარედგინება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

Visited 227 times, 1 visit(s) today