მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მისი მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დეცენტრალიზაციის სტრატეგია უფრო გამჭვირვალე, ძლიერი და ანგარიშვალდებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს.
საკონსულტაციო შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა და მისი მოადგილე ნათია ღვინაშვილი უძღვებოდნენ. მათ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025 წწ) პროექტის ძირითადი პრინციპები წარმოადგინეს.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ის პრიორიტეტები განიხილეს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით, დეცენტრალიზაციის რეფორმაში უნდა იქნას გათვალისწინებული.

Visited 96 times, 1 visit(s) today