მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მუნიციპალური განვითარების ფონდის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოწყობის შესახებ, სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარის რწმუნებულმა-გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, პირველ მოადგილესთან კობა არაბულთან და ააიპ „მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ დირექტორთან შალვა გივიშვილთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა რეგიონული განვითარების მესამე პროექტის მიმდინარეობის შესახებ. პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება და საქართველოს ორ რეგიონში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის ხელშეწყობას გულისხმობს. პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ უფრო მასშტაბური განხილვის საჭიროებაზე, სადაც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე და შეჯერებული იქნება, როგორც მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ასევე დარგის სპეციალისტების პოზიცია. რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტში, კერძოდ ყაზბეგში, უკვე დაწყებულია მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული სამუშაოები: გერგეთის ხეობაში მდებარე გზის რეაბილიტაცია და დარიალის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. შემუშავებულია ქალაქ დუშეთის სარეკრიაციო ზონის ( ცენტრალური პარკის ), ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტები, ასევე ქალაქ მცხეთაში კინოსტუდიის ადაპტაცია არქეოლოგიური მუზეუმისთვის.

Visited 152 times, 1 visit(s) today