საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახლ-მუზეუმში, მცხეთა-მთიანეთის სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა, სადაც სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად დუშელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფებიც მონაწილეობდნენ. ფორუმის მიზანი იყო ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია. ახალგაზრდებმა გამოფენის სახით წარმოადგინეს მოხალისეობრივი აქტივობები. ღონისძიების დასასრულს მოეწყო დოკუმენტური ფილმის – „ინიციატივა არ ისჯება“ ჩვენება და მონაწილე ახალგაზრდებს სამასხსოვრო სერტიფიკატები გადაეცათ. სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებული იყო ორგანიზაცია „უკეთესი მომავლისთვის“ მიერ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.