მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სლოვაკეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სლოვაკეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მხარის გუბერნატორმა სტუმრებს გააცნო რეგიონის განვითარების კონცეფცია და პრიორიტეტული მიმართულებები. ააიპ “მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა გივიშვილმა მიმოიხილა მიმდინარე და მომავალი პროექტები, მათ შორის, სოციალური ასპექტის. სტუმრებმა ისაუბრეს ევროკავშირიდან ფინანსირების წყაროებზე და მექანიზმებზე, უშუალოდ მათ პრიორიტეტებზე (მშენებლობა, სპორტული მოედნები, გარე განათება). შემდეგი შეხვედრა გაიმართება თვის ბოლოს, როცა ცალკეული საპროექტო მონახაზები იქნება განხილული.

Visited 174 times, 1 visit(s) today