მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამხარეო ადმინისტრაციაში შედგა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის შეხვედრა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საკანონმდებლო ცვლილებების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მათი ინფორმირება და სხვა აქტუალური საკითხების განხილვა.
რაიონების ხელმძღვანელებმა სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტებში არსებული აქტუალურ თემებზე ისაუბრეს, მიმდინარე პრობლემები გამოკვეთეს და სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორისგან შესაბამისი კონსულტაციები მიიღეს. სხდომის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს მცხეთა-მთიანეთის მხარეში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, რომელსაც რეგიონი ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მიუძღვნის.
ბატონი გოჩა ზეიკიძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საკითხსაც შეეხო. სახალხო განხილვების პროცესში, რომელიც ეტაპობრივად ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს, 13 მაისს მცხეთა-მთიანეთის მხარის მოსახლეობა ჩაერთვება.

Visited 170 times, 1 visit(s) today