მცხეთა-მთიანეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შერჩეული პროექტების განხორციელება დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დუშეთის, მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 506 პროექტი განხორციელდება, რომლებზეც ჯამში 4 448 000 ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის სისტემებს, კეთილმოეწყობა სკვერები, საბავშვო ბაღების ეზოები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, რეაბილიტირდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღიჭურვება სპორტული დარბაზები და სტადიონები, მოწესრიგდება შიდა სასოფლო და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები, განხორციელდება მცირე ჰესებისა და ამბულატორიების კეთილმოწყობის სამუშაოები, გაიწმინდება ხევები და მოწესრიგდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები.
შერჩეული პროექტები მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ უკვე დამტკიცებულია. ამ ეტაპზე, სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში – ვაზიანში, დაბა ზაჰესში, არაშენდაში, ახალუბანში, ბიწმენდში და წინამძღვრიანთკარში მიმდინარეობს. სამშენებლო-სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულ ყველა სოფელში დაიწყება.

Visited 59 times, 1 visit(s) today