მცხეთა-შიომღვიმის გზის მიმდებარედ გამწვანების აქცია გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მაია ქალიაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მცხეთა-შიომღვიმის რეაბილიტირებილი გზის მიმდებარედ, წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეების დარგვის აქციაში ჩაერთვნენ.
გამწვანების აქცია მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. ნერგების დარგვას, კომპანია „თელანი“ ახორციელებს და პროექტის ღირებულება 63 940 ლარია.
მცხეთა-შიომღვიმის გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბუნებრივი გარემოდან ამოღებული 1 ხის ნაცვლად 10 ძირი ნერგი დაირეგვება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წითელ ნუსხაში შეტანილი 2030 ნერგის დარგვა, მათ შორის 1050 ძირი შავი ღვიის, 40 ძირი პატარა თელადუმასა და 940 მცირე ნაყოფა ბალამწარას დარგვა. ამასთანავე, კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ 2წლის განმავლობაში მოუაროს და გაახაროს დარგული მცენარეები.
გამწვანების აქცია საავტომობილო გზების დეპარატმენტის პოლიტიკის თანახმად, მსოფლიო ბანკის დახმარებით SLRPII (შიდა სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მეორე პროექტი) პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
ამ დროისთვის, გამწვანების აქცია ასევე მიმდინარეობს მლაშე-მოხე-დერცელის საავტომობილო გზის მიმდებარედ.

Visited 188 times, 1 visit(s) today