მარნეულის მუნიციპალიტეტში, მწვანე გორაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დასრულდა, რომელიც ქართული და ამერიკული მხარის ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარეობდა.
სამუშაოების დასრულების ეტაპი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. გამგებელი ადგილზე გაეცნო პროცესის მიმდინარეობას და არქეოლოგებს გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
მწვანე გორა– ეს არის გვიან ბრინჯაოს ადრეული რკინის ხანის გორა ნამოსახლარი. ჩატარებული ანალიზების (C-14) საფუძველზე გორა დათარიღდა ძვ.წ.აღ VIII-VII საუკუნით, იგი 3000 წლის წინანდელია. არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოვალინეს რკინის წარმოების კვალი. ასევე, აღმოჩნდა ათეულობით ქვის ურო, შენობა ნაგებობების კვალი იატაკის ფონით. დაფიქსირდა გალავნის ნაწილი, რომელიც მოყვება მთელს ბორცვს. აღმოჩენილ მასალაში არის რამოდენიმე ჭურჭელი, რომელსაც ანალოგი არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების წარმოება მეტად მნიშვნელოვანი, რადგან ასეთი ტიპის დასახლებები ამ ტერიტორიაზე არ არის შესწავლილი.
სამუშაოებს აწარმოებდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი დოქტორი ნათანიელ ერბ–სატული და ამავე უნივერსიტეტის სამი თანამშრომელი. საქართველოს მხრიდან კი ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები.
არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა კახა კახიანი ასისტენტები კი იყვნენ არიადნა ჯაჭვლიანი და გიორგი ჩილინგარაშვილი.
მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებული იყო 6 ადგილობრივი.