„მწვანე ქალაქის“ განვითარების პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედაქალაქის მერიაში თბილისის „მწვანე ქალაქის“ სტრატეგიის შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ასევე, მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, EBRD-ის მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმა, პირველადი შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინეს და თბილისში არსებული იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც თბილისის, როგორც მწვანე ქალაქის წინაშე დგას. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის თქმით, 2016 წლის ნოემბრიდან, თბილისის მერიამ და EBRD-მა, „მწვანე ქალაქის“ მიმართულებით, თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყეს. მისი განცხადებით, EBRD-მა, საკონსულტაციო გრანტის ფარგლებში, შეარჩია კომპანია „EMPRESS”-ი, რომლის ექსპერტებიც, ქართველ კოლეგებთან ერთად, თბილისისთვის „მწვანე ქალაქის“ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ. „დღეს EBRD-ის მიერ დაქირავებულმა ექსპერტთა ჯგუფმა, რომლებიც თბილისის „მწვანე ქალაქის“ სტრატეგიის შექმნაზე მუშაობენ, დედაქალაქის წინაშე მდგარი გამოწვევების შეფასების ანალიზი წარმოადგინეს. თბილისისთვის, როგორც მწვანე ქალაქისთვის, მთავარ პრიორიტეტებად გარემოსდაცვითი მიმართულება, ტრანსპორტის გაუმჯობესება, შენობების ენერგოეფექტურად აღჭურვა და მწვანე არეალების გაზრდა გამოიკვეთა. ჩვენ მოვისმინეთ ექსპერტების მიერ მომზადებული ანალიზი და შემდგომ ეტაპზე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას წარმოვადგენთ, თუ რა პროექტები უნდა განხოცრციელდეს იმისთვის, რომ თბილისმა, როგორც მწვანე ქალაქმა, მის წინაშე მდგარ გამოწვევებს უპასუხოს“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

Visited 122 times, 1 visit(s) today