ნადიმ ვარშანიძე წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში წარმატებულ სპორტსმენებთან და ამავე სკოლის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, აჭარის ა.რ განათლების, კულტურის სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე, ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი დავით საფარიძე და გამგეობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნანი კირკიტაძე- საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი; ირინა ლეონიძე ევროპის გრანპრის ჩემპიონი ძიუდოში,ასევე, ვერცხლის პრიზიორი სამბოში და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის ჩემპიონი;შორენა შარაძე ევროპისა და მსოფლიო თასის ჩემპიონი – ეს წარმატებული სპორტსმენები ახალსოფლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები არიან. მათ პატივსაცემად სკოლის მოსწავლეებმა კონცერტი გამართეს. ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენებელი იყო ქალ ძიუდოისტთა მოღვაწეობის ამსახველი ფოტო კოლაჟი.
სპორტსმენებს წარმატებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ სულიკო თებიძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ მიულოცეს.

Visited 383 times, 1 visit(s) today