ნათია თურნავამ, სოფელ წაღვერში შპს „ა1 პემზას“ საწარმო დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში ინერტული მასალების ლიცენზიატი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვერში შპს „ა1 პემზას“ საწარმო დაათვალიერა. მინისტრი გაეცნო თანამედროვე დასავლური ტექნოლოგიით პემზის ბლოკის დამზადების პროცესს, რომელიც სამშენებლო მიზნებით აქტიურად გამოიყენება და მაღალი თბოიზოლაციით ხასიათდება.
კომპანია ფლობს ლიცენზიას ოკამის ვულკანური წიდის საბადოზე და მოპოვებულ ნედლეულს იყენებს პემზის ბლოკის დასამზადებლად, რომელიც აქტიურად გამოიყენება სამშენებლო სამუშაოებში. კომპანია დამუშავებული რესურსით ამარაგებს ადგილობრივ ბაზარს. კომპანიამ განახორციელა 3 000 000 ლარის ინვესტიცია. საწარმოს მშენებლობა დასრულდა 2019 წლის დეკემბერში. შპს “ა1 პემზაზე” წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლებში გასცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფ. ოკამის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ოკამის“ ვულკანური წიდის მოპოვებაზე. კომპანია ლიცენზიების მოქმედების ვადაში დაასაქმებს 48 ადგილობრივ მოქალაქეს. მომდევნო წლებში აღნიშნული კომპანია დასაქმებული ადამიანების რაოდენობას გაზრდის.

Visited 256 times, 1 visit(s) today