ნათია თურნავა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ნათია თურნავა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ გააცნო ის შეღავათები, რაც მთავრობამ სასტუმრო სექტორს დაუწესა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და მინისტრმა პირადად ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებისგან მოისმინა ის პრობლემები, რომელიც მათ ამ ეტაპზე დაუდგათ.

„მოვისმინეთ ის საჭიროებები, რაც კონკრეტულად ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს გაუჩნდათ – ეს არის სპეციფიკური საჭიროებები, ვინაიდან საქართველოს სხვა რეგიონებში სასტუმროები ფუნქციონირებას აგრძელებენ, აქ კი იძულებულები გავხდით, იანვრის ბოლომდე შეგვეჩერებინა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების მუშაობა. ცხადია, მათ აქვთ პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაზეც ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ, იქნება ეს ბანკებთან შუამდგომლობა, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გარკვეული კომპონენტის მათზე უკეთ მორგება თუ სხვა, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ყველა სასტუმრო ჩართულია მცირე და საოჯახო სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირებაში. სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა გავრცელდა სარესტორნე სექტორზეც.

Visited 79 times, 1 visit(s) today