ნათია მეზვრიშვილი NDI-სა და IRI-ის წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი იყო უსაფრთხოების სფეროში საპარლამენტო ზედამხედველობასთან დაკავშირებით მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარება და საქართველოს პარლამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის შედეგების მიმოხილვა.
ნათია მეზვრიშვილმა სტუმრებს სამინისტროში მიმდინარე პროექტები და რეფორმები გააცნო.
მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის შესახებ, რაც სამინისტროს მიერ საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენასა და მათ ერთობლივ განხილვაში, ასევე, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებასა და საგამოძიებო კომისიების ფარგლებში სამინისტროს აქტიურ ჩართულობაში გამოიხატება.
შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და შესაბამის ღონისძიებებზე.
NDI-სა და IRI-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით აშშ-ს გამოცდილებაზე ისაუბრეს.
ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება დადგენილი კრიტერიუმებისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებასა და ანგარიშვალდებულების გაზრდას.

Visited 172 times, 1 visit(s) today