ნაპირსამაგრი სამუშაოები ხობში გუბერნატორმა დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში 15 ოჯახის გადასახლების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია. პრობლემურ მონაკვეთზე, სადაც წლების განმავლობაში მდინარე ხობი მოსახლეობას სახლებში უვარდებოდა და საკარმიდამო მიწა მიჰქონდა, მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუსაოები მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 1 მილიონ ლარამდეა.

სამშენებლო სამუსაოების მიმდინარეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. გუბერნატორის განცახდებით „პრობლემა, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობას მდინარე ხობი უქმნიდა მასშტაბური სამუშაოების დასრულების შემდეგ წარსულს ჩაბარდება”.

ნაპირსამაგრი სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის დირექტორის განცხადებით, პროექტი 3 თვეში სახელშეკრულებო ვადაზე ადრე დასრულდება. ამჟამად ობიექტზე 20-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

Visited 207 times, 1 visit(s) today