ნარმანიას მილოცვა: გულითადად ვულოცავ ქართველ ჯარისკაცებს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს

01/01/2016

თბილისის მერი დავით ნარმანია მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს და თითოეულ მათგანს კეთილდღეობას უსურვებს.

„გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას! მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს 2016 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის! მინდა, თითოეულ თქვენგანს გულითადად მოგილოცოთ ეს დღესასწაული!

გასული, 2015 წელი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვისა და დედაქალაქისთვის! ეს იყო ისტორიული წელი, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროპასთან! კიდევ უფრო დაგვაახლოვა იმ მიზანთან, საითკენაც საუკუნეების მანძილზე ისწრაფვოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები და ვისწრაფვით ჩვენც“, – ნათქვამია ნარმანიას მილოცვაში.

როგორც დედაქალაქის მერი აცხადებს, 2016 წელს, თბილისის მთავრობა კიდევ უფრო ეფექტური ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს.

„მე კარგად მესმის, რომ ბევრი ადამიანი ახალ წელს გაჭირვებაში ხვდება! ვისურვებდი, რომ 2016 წელი მათთვის წინსვლისა და გაძლიერების წელი ყოფილიყოს! მჯერა, რომ ეს ასეც იქნება! მინდა, ამ ადამიანებს განსაკუთრებულად მივულოცო ახალი წელი! აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, ახალმა პროგრამებმა, რომლებიც სოციალური მომსახურებების, ჯანდაცვისა და მოქალაქეების მიერ შერჩეული სხვა პრიორიტეტების მიმართულებებით განვახორციელეთ, საშუალება მოგვცა, ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების დონე და პირობები, წინა წლებთან შედარებით, გაგვეუმჯობესებინა.

ეს მხოლოდ დასაწყისია! 2016 წელს თბილისის მთავრობა კიდევ უფრო ეფექტური ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობისა და წინსვლისთვის! თბილისი ოდითგანვე იყო რეგიონის უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრი და ეს სტატუსი ჩვენთვის უდიდეს მიღწევასა და პატივთან ერთად დიდი გამოწვევაცაა“, – აცხადებს დედაქალაქის მერ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0