ნასაკირალის მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

გურიის რეგიონში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო – ჩოხატაური – ოზურგეთი – ქობულეთის საავტომობილო გზის ნასაკირალის მონაკვეთის (კმ 35-კმ 43.6) რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება 9.3 კილომეტრიან მონაკვეთს. ამ ეტაპზე, საგზაო სამოსის მომზადება და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება; მისი ღირებულება 8.1 მლნ. ლარია.

Visited 36 times, 1 visit(s) today