ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საგაზაფხულო სესიას 26-29 მაისს საქართველო უმასპინძლებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მხოლოდ ოთხ ნატოს არაწევრ ქვეყანაში გაიმართა და დღეს, ეს ქვეყნები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არიან.
„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ დღემდე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია ოთხ არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა და დღეს ოთხივე ქვეყანა არის ნატოს წევრი, შესაბამისად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და მას ღონისძიებას ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვუმასპინძლებთ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 131 times, 1 visit(s) today