ნატო საქართველოსთვის დახმარების გაგრძელების ერთგულია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს საერთაშორისო მისიებში და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები ნატო-ს კოლეგებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან.

„მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს ამ მისიებში კონტრიბუციისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა.

„საქართველო უახლოვდება ნატო-ს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობა მიმოიხილა და არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე, ასევე საწვრთნელი ცენტრის მუშაობაზე ისაუბრა.

„ეს ნატო-ს ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია. ნატო საქართველოსთვის დახმარების გაგრძელების ერთგულია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ნატო-ს წევრობა არის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

„ჩვენ ვისაუბრეთ ვარშავის სამიტზე და თანამშრომლობის ფორმებზე, რომლებსაც ამ სამიტზე მივაღწევთ“,- განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მან ნატო-ს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ადმინისტრაციულ საზღვრებზე არსებული ვითარების შესახებ.

„ჩვენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დემოკრატიული პროცესების გაგრძელების ერთგული ვართ. საპარლამენტო არჩევნები გახდება კიდევ ერთი ნაბიჯი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

Visited 142 times, 1 visit(s) today