ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენაა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენაა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ბესელიას შეფასებით, ასამბლეაზე მიღებული დეკლარაცია თავისი შინაარსით საქართველოს სუვერენიტეტის, ერთიანობისადმი ძალიან მყარი და მკაფიო მხარდაჭერაა, ასევე მხარდაჭერაა იმ რეფორმებისამდი, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს.

„ეს დეკლარაცია არის პირდაპირი მხარდაჭერის გამოხატულება. ნატო, ნატო-ს ასამბლეა და მისი წევრი ყველა ქვეყანა მიესალმება, რომ საქართველოში რეფორმები ძალიან მზარდი ტემპით მიმდინარეობს, ქვეყანა არის ძალიან დიდი პროგრესის მატარებელი. ამას აღნიშნავს დეკლარაციაში რამდენიმე პუნქტი, სადაც ნათლად წერია, რომ რეფორმების გაგრძელებას მხარს უჭერს ნატო-ს წევრი ქვეყნები. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობისა და სუვერენიტეტის ხაზგასასმელად მოწოდება, რომ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მთლიანობაში ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ქვეყნის ერთიანობის და სუვერენიტეტის მიმართ“,- აღნიშნა ბესელიამ.

Visited 115 times, 1 visit(s) today