,,ნაცები” მზაკვრულად გეგმავენ რევანშის მოწყობას, რისთვისაც 200 მილიონი დოლარი უკვე გამოყოფილი აქვთ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სააგენტო ,,მერმისმა” მოიპოვა ფოტოები, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ლონდონში ვიზიტის დროს შეხვდა რადისლავ შიკორსკის, პოლონეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს და კარლ ბილდტს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის დასაზუსტებლად ჟურნალისტებთან კომენტარისგან ამ დრომდე თავს იკავებს თინათინ ხიდაშელის პირადი მრჩეველი (მედიასთან ურთიერთობებში ) იმედა დარსალია.

მოძრაობა ,,ეროვნულის”-ს ლიდერი სანდრო ბრეგაძე prof-news-თან ვრცელ კომენტარს აკეთებს მომხდართან დაკავშირებით:

,,უცხოელი მეგობრებისგან ჩემთვის ცნობილი გახდა–. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ნაცების და მათთან დაკავშირებული რევანშისტული ძალების მხრიდან გადაწყვეტილია და იგეგმება ე.წ. თბილისური მაიდანის მოწყობა, ქაოსისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნა, (ამ მიზნით უკვე მოძიებულია თანხა 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.) ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად უმთავრესია და საჭიროა ძალოვან უწყებებში ისეთი ხალხის ჩანერგვა, რომლებიც საჭირო მომენტში (ვითომდაც დასავლური ღირებულებების დასაცავად) რევანშისტების მხარეს გადავა და უარს იტყვის კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზე. საგულისხმოა რომ რევანშისტული გეგმის მთავარ ქვაკუთხედად უნდა იქცეს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი,(არსებობს ვარაუდი, რომ ლონდონში სააკაშვილის ლობისტებთან ვლადისლავ შიკორსკისთან და კარლ ბილტთან შეხვედრისას განიხილებოდა ეს საკითხი და საბოლოოდ დააზუსტდა დეტალები.) რევანშისტების უმთავრესი მიზანია საპარლამენტო არჩევნებამდე პოსტზე შეინარჩუნონ ხიდაშელის პერსონა. სწორედ ეს გახლავთ უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ მას შემდეგ რაც რესპუბლიკელები ფაქტობრივად გააგდეს კოალიციიდან ისინი დათანხმდნენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას (სადაც მაქსიმუმ 2-3% აიღებენ), მაგრამ წამოაყენეს პირობა, რომ თინა ხიდაშელმა არჩევნების დამთავრებამდე შეინარჩუნოს თავდაცვის მინისტრის პოსტი. ამიტომაც დღეის მდგომარეობით რესპუბლიკელების მთავარი საზრუნავი არა მომავალ პარლამენტში მოხვედრაა, არამედ თავდაცვის მინისტრის პოსტის 6-7 თვით შენარჩუნება. ვფიქრობ საქართველოს მთავრობამ და საქართველოს მოსახლეობამ არ უნდა დაუშვას რევანშისტ-ნაცების ამ მზაკვრული გეგმის განხორციელება!!!!!!!!!!!!!!!”- განაცხადა ბრეგაძემ.

Visited 565 times, 1 visit(s) today