“ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს ახალი კომიტეტის შექმნის ინიციატივით მიმართავს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ახალი კომიტეტის – კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის და კორუფციის პრევენციის კომიტეტის შექმნის ინიციატივით გამოდის. რეგლამენტში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პროექტით პარლამენტს მათ უკვე მიმართეს. ინიციატივის მიხედვით, კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის და კორუფციის პრევენციის კომიტეტში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს უმრავლესობის წევრი.

“პროექტის მიზანს წარმოადგენს, ის რომ პარლამენტში არსებობდეს კომიტეტი, რომელიც მუდმივად გაუწევს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას მონიტორინგს. კერძოდ, აკონტროლოს კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის ანტიკორუფციული ინსტიტუტები, პროგრამები და მექანიზმების მუშაობის ეფექტიანობა, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის და სხვა ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულება, განახორციელოს ანტიკორუფციული თემების მონიტორინგი. კომიტეტი განიხილავს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არსებულ საკითხებს, თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან, საჭიროების შემთხვევაში იბარებს, ისმენს და გადაწყვეტილებას იღებს მოქალაქეთა, თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციების თაობაზე. გასწევს მაკონტროლებლის ფუნქციას. განახორციელებს ქმედით ღონისძიებებს, იქნება მუდმივმოქმედი და მიუხედავად პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობისა განაგრძობს საქმიანობას“, – განმარტავენ საკითხის ინიციატორები.

Visited 139 times, 1 visit(s) today