“ნაციონალური მოძრაობის” აქცია “არა გაზპრომს” დროსა და სივრცეში აცდენილი იყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“ნაციონალური მოძრაობის” აქცია “არა გაზპრომს” დროსა და სივრცეში აცდენილი იყო, რადგან საფრთხეები, რომელიც აქციაზე გაჟღერდა, მინიმალიზებულია, – განაცხადა გია ხუხაშვილმა. მისი თქმით, ამ თემას აქტუალობა დაკარგული ჰქონდა.

“ეს წმინდა პოლიტიკური აქცია იყო, პოლიტიკური პროცესის ნაწილია, თუმცა დროში და სივრცეში აცდენა მოხდა. ზუსტად ამ დღეებში, ის რისკები, რაზეც ამ აქციაზე იყო საუბარი, მინიმალიზებულია. ანუ გაფართოებულია “სოკართან” კონტრაქტი და როგორც გვეუბნებიან, წლის ბოლომდე ტრანზიტის ნაწილშიც ცვლილებები არ იგეგმება. ეს აცდენა იყო, მაგრამ პოლიტიკოსები ჯიუტი ხალხია ზოგადად და ისინი მაინც თავისას აკეთებენ. კითხვები მთელ ამ პროცესთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებობს, მაგრამ საფრთხე ამ წუთისთვის ისეთი არ არის, რომელსაც მასშტაბური პროტესტი შეიძლებოდა მოჰყოლოდა”, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

აქციაზე შესამჩნევი იყო უკრაინული სიმბოლიკა.

“გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ “გაზპრომის” თემა ნაკლებად აქტუალური შეიძლებოდა გამოსულიყო, უკრაინულ თემაზეც გადავიდნენ და მიშა გაგვახსენეს. ეს გავდა ქარიშხალს ჭიქაში, თუმცა ეს არის თვითონ ორგანიზატორების ტაქტიკა და მე ამაში ძალიან ღრმად არ შევალ”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

Visited 171 times, 1 visit(s) today