ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საკრებულოში ბრიფინგი გამართეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციების დეპუტატებმა დედაქალაქის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურების დაწყებასთან დკავშირებით საკრებულოში ბრიფინგი გამართეს. როგორც ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა – თბილისი“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განმარტა, საკითხის ინიცირებისთვის და სხდომაზე დასაყენებლად საჭიროა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ამ შემთხვევაში 24 დეპუტატი, ხოლო იმისთვის, რომ საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერს უნდობლობა გამოეცხადოს, საჭიროა საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3, ამ შემთხვევაში 34 დეპუტატი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკრებულოში მიმართეს მათ კოლეგებს როგორც ოპოზიციიდან, ასევე მმართველი ფრაქციიდან, შეუერთდნენ აღნიშნულ ინიციატივას.

Visited 131 times, 1 visit(s) today