„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად კვლავ ვანო მერაბიშვილი რჩება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად კვლავ ვანო მერაბიშვილი რჩება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, ვანო მერაბიშვილს პარტიის დატოვების სურვილი არ გამოუთქვამს.
მანვე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, პარტიის გენერალური მდივნის პოსტის შესაძლო გაუქმების შესახებ.

„გავრცელდა ხმები, თითქოს ვაპირებთ გენერალური მდივნის პოსტის გაუქმებას ან მის გადაყენებას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გენერალური მდივნის პოსტი რჩება და ამ პოსტზე რჩება ის ადამიანი, ვინც აქამდე იყო. მას არ გამოუთქვამს სურვილი, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულიყო. ის არის პოლიტიკური პატიმარი და შესაბამისად, ის რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად“, – განაცხადა მინაშვილმა.

Visited 135 times, 1 visit(s) today