”ნაციონალური მოძრაობის” წევრები ”ეს შენ გეხებას” წარმომადგენლებს ხვდებიან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კამპანიაში „ეს შენ გეხება“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეხვედრის მთავარი თემა ფარული მოსმენებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაა.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ თუ არ გატარდა ძირეული და სისტემური ცვლილებები სხვანაირად ეს სიბინძურე ქვეყანაში არ დასრულდება. ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ ხელისუფლებას ასეთი ცვლილებების სურვილი და კეთილი ნება არ გააჩნია. ამიტომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ არასამთავრობო სექტორთან და მოვისმინოთ მათი წინადადებები. არსებობს წინასწარი განწყობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევთანხმდეთ და მაქსიმალური კომპრომისების გზით წავიდეთ იმ ერთობლივ ნაბიჯებზე, რომელიც აუცილებელია, რათა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ფარული მოსმენების საკითხს“, – საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

„ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ თავის მხრივ აქვს წინადადება სუს-ის გაუქმებასთან დაკავშირებით და ასევე სამართალდამცველებითი სტრუქტურების რეორგანიზაციის მიმართულებით. რაც შეეხება კამპანია „ეს შენ გეხებაში“ ჩართულ არასამთავრობო სექტორის მოთხოვნებს, შეგახსენებთ, რომ ისინი ითხოვენ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმის მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში გამოძიებას და ამ გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას.

Visited 170 times, 1 visit(s) today