“ნაციონალურ მოძრაობა” ქართული სპორტის დისკრედიტაციაშია დამნაშავე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი “ნაციონალურ მოძრაობას“ ქართული სპორტის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

დეპუტატმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში არც ერთი მოქმედი სპორტსმენი – საქართველოს ეროვნული ნაკრების არც ერთი წევრი არ იღებდა მონაწილეობას.

“ძალადობა მიუღებელია ჩვენთვის და ამ სულისკვეთებას ჩვენც ვუერთდებით. ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან – ხდება ქართული სპორტის დისკრედიტაცია. ცალსახად მინდა აღვინიშნო, რომ ამ შემთხვევაში, იქ არც ერთი სპორტსმენი არ მონაწილეობდა – მხედველობაში მყავს საქართველოს ნაკრების წევრები. არც ერთი ფედერაციიდან ეს დადასტურებული არ არის. ვინც ვნახე და ვიხილე ამ დღეს, არც ერთი სპორტსმენი არ არის. გამომდინარე აქედან, მინდა განვაცხადო, რომ სპორტი გამიჯნულია პოლიტიკისგან და ნუ გავაკეთებთ ისე, რომ მთელი ეს ტვირთი სპორტსა და სპორტსმენებს დააწვეს. ნუ ვაკეთებთ ისე, რომ მთლიანად სპორტს მივაყენოთ ჩრდილი. ამის მცდელობა არის ყოველ დღე, “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან“, – განაცხადა ხაბარელმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

Visited 163 times, 1 visit(s) today