ნგრევად ობიექტებში მცხოვრები ოჯახების განსახლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იმერეთის რეგიონში, ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დევნილ ოჯახს ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ნგრევად ობიექტებში მცხოვრები ოჯახების განსახლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

„274 დევნილ ოჯახს, რომლებიც წლების განმავლობაში ავარიულ შენობებში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ. ამ ეტაპზე, იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევადი ობიექტი იხურება. დამატებით, 111 ბინა, ქუთაისში მიმდინარე წლის ბოლომდე განაწილდება. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

Visited 77 times, 1 visit(s) today