ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეუძლია განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეუძლია განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე, – შესაბამისი ჩანაწერი ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაში ფიქსირდება, რომელიც საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებთან დაკავშირებით მიიღეს.
ამასთან, ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ საჭიროა გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დაიცვან დემოკრატიის პრინციპები, პატივი სცენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ადამიანის უფლებებს.
“ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეუძლია განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე იმის უზრუნველყოფით, რომ ისინი მიყვებიან დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ადამიანის და უმცირესობების უფლებებს და უზრუნველყოფენ კანონის უზენაესობას”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმებების საკითხზე რეზოლუცია მიიღო.

Visited 156 times, 1 visit(s) today