ნიკოლოზ თოფურიძემ ვახანში გზის მობეტონების სამუშაოები დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის ცენტრალური გზის 3 500 მეტრიანი მონაკვეთის მობეტონება აქტიურ ფაზაშია.
ვახანში, ე.წ. „ლომსაძეების წყაროდან“ სოფლის საჯარო სკოლამდე 1 900 მეტრიან მონაკვეთზე 3 მ. სიგანისა და 16 სმ. სისქის ბეტონის საფარი მოეწყობა, ხოლო სკოლიდან 1 600 მეტრზე ე.წ. „ბონდის ხიდებამდე“ – 4 მ. სიგანისა და 16 სმ. სისქის. პროექტის ფარგლებში გზის მთელ სიგრძეზე, საჭიროების ადგილებზე, მოეწყობა ცხაურები და სანიაღვრე არხები.
გამგებელი ვიზიტის ფარგლებში, ასევე, სოფლის მოსახლეობას შეხვდა და მათთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამგეობაში შექმნილი კონტროლის ჯგუფი პერმანენტულად გადაადგილდება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და გზაზე მიმდინარე სამუშაოებს ზედამხედველობას უწევს. ნიკოლოზ თოფურიძემ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ მობეტონება მოხდება ხარისხიანად და გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში თუ, ის არ იქნება აღმოფხვრილი პროექტის ჩაბარება არ მოხდება. ვახანის მაცხოვრებლები კმაყოფილებას გამოხატავენ სოფელში გზის მშენებლობის გამო და ერთთავად აღნიშნავენ, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ბევრ პრობლემას მოუხსნის სოფლის მოსახლეობას.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოფელ ვახანში შ.პ.ს. „მიმდემი“ ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 460 800 ლარით ფინანსდება, მათ შორის, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება 5%-ა.
სოფელ ვახანში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოები ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

Visited 164 times, 1 visit(s) today