ნიკოლოზ ჯანიაშვილი ბავშვთა გუნდებს შორის კახეთის საფეხბურთო ფესტივალს დაესწრო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი 2007-2008 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდებს შორის კახეთის საფეხბურთო ფესტივალს დაესწრო. ჩემპინატის პირველი წრე დედოფლისწყაროს ცენტრალურ სტადიონზე დღეს ჩატარდა და მასში კახეთის რეგიონის შვიდი გუნდი მონაწილეობდა. ფესტივალის წესების თანახმად, დღევანდელ ასპარეზობას გამარჯვებული არ გამოუვლენია. ფესტივალის ჩემპიონი ცნობილი წლის ბოლოს გახდება. როგორც ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სტადიონზე შეკრებილ სპორტის მოყვარულებს განუცხადა, დედოფლისწყაროს სპორტული ცხოვრება კიდევ უფრო აქტიური გახდება , რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
დედოფლისწყაროში დღევანდელი თამაში საქართველოს პირველი დემოკრტიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

Visited 189 times, 1 visit(s) today