ნიკოლოზ ჯანიაშვილი პირველ ეროვნულ კონფერენციას დაესწრო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი გენდერულ საკითხებზე პირველ ეროვნულ კონფერენციას- “გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში-გამოწვევები და შესაძლებლობები” დასწრო. შეხვედრას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და გენდერული თანასწორობის მუნიციპალური საბჭოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
კონფერენციიაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტების შენებისა და ნებისმიერი საზოგადოებრივი სფეროს გაუმჯობესებისთვის ქალების ჩართულობის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა.
კონფერენციას დედოფლისწყაროდან ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა სამუკაშვილი და მერიის მთავარი სპეციალისტი საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში ანა ბენაშვილი ესწრებოდნენ.

Visited 363 times, 1 visit(s) today