ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ზემო ქედი – არხილოსკალოს დამაკავშირებელი გზის 8 კილომეტრიან მონაკვეთზე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედოფლისწყაროს მუნიციპლიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის თანამშრომელთან, ავთანდილ თეთრაულთან და ზემო ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, ბეჟან სუხაშვილთან ერთად ზემო ქედი – არხილოსკალოს დამაკავშირებელი გზის 8 კილომეტრიან მონაკვეთზე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების საფეხმავლო ტროტუარები და დამონტაჟდა სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები.
შეგახსენებთ, რომ ზემო ქედი-არხილოსკალოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული სამუშაოებით პროექტი დასრულდა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს უკვე აქვს სოფლებთან დამაკავშირებელი უმაღლესი სტანდარტების გზა.

Visited 433 times, 1 visit(s) today