ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მობილური სატუმბი სისტემის მუშაობა შეამოწმა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მობილური სატუმბი სისტემის მუშაობა ადგილზე შეამოწმა. გაცნობებთ, რომ სოფელ ფიროსმანში, ამჟამად, სარწყავი სისტემის წყალსაქაჩი სადგურის ამოქმედებამდე, მცირე ზომის პორტატული ტუმბოებით ხდება მოსახლეობის ვენახების გაწყლოვანება.
,,უკვე ორი წელია მელიორაციიის დეპარტამენტის ხელშეწყობით ვახდენთ მობილური ტუმბოებით ვენახების მორწყვას სოფელ ფიროსმანსა და სოფელ სამთაწყაროში. ეს პროექტი ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ახალი სარწყავი სისტემის მშენებლობის დამთავრებამდე ეს ტუმბოები უზრუნველყოფენ ვენახების გადარჩენასა და მოსავლიანობს გაზრდას“ – განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

Visited 207 times, 1 visit(s) today