ნინოწმინდაში პროექტის ,,დავასუფთაოთ საქართველო” ფარგლებში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პროექტის ,,დავასუფთაოთ საქართველო” ფარგლებში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეხვედრა გაიმართა. საქართველოში ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოთხოვნების, ნარჩენების მართვის დაგეგმვის, ეკოსისტემებზე სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენისა და ამ კუთხით რეგიონებში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივებზე გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ნარჩენების მთავარმა ექსპერტმა ხათუნა ჩიკვილაძემ და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა, გარემოს მონიტორინგის ექსპერტმა ნუგზარ ბუაჩიძემ ისაუბრეს.
პროექტის პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კომუნალური, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

Visited 124 times, 1 visit(s) today